20 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
"ნიუპოსტის" მთავარი რედაქტორი მისი სახლის ჩხრეკაზე განმარტებებს ითხოვს

საინფორმაციო სააგენტო ნიუპოსტის მთავარი რედაქტორის სახლში გუშინ სამართალდამცავები იარაღს ეძებდნენ. მას შემდეგ კი რაც სახლში შეიარაღება ვერ აღმოაჩინეს ეკა შინდაგორიძის შვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დაკითხვაზე წაიყვანეს. ეკა შინდაგორიძის განცხადებით მისთვის უცნობია რატომ დაინტერესდა შინაგან საქმეთა სამინისტრო მისის ორი საცხოვრებელი სახლის გაჩხრეკით. მთავარი რედაქტორის განცხადებით სამინისტროს წარმომდაგენლებმა უკანონო ქმედება ჩაიდინეს რაზეც განმარტებას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს. ნიუპოსტის მთავარი რედაქტორი მომხდარის გამო დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის მიმართვის გაგზავნას გეგმავს, შინდაგორიძე ამერიკის საელჩოში მისვლასაც აპირებს.

„რას ნიშნავს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შემოდის არა რაიონული განყოფილება პოლიციის, არამედ შსს-ს მთელი ჯგუფი, მიჩხრიკავს 2 სახლს მთელი მეზობლების წინაშე. მერე ეს გამოსავალია?-მადლობთ და ბოდიში, თურმე არაფერი აღმოჩენილა. მე მაინტერესებს და ვითხოვ ოფიციალურ განმარტებას. უნდა მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, აშშ-ს საელჩოს მათ შორის,“-აცხადებს ეკა შინდაგორიძე.

დღის ამბები