20 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
“უკანონო მშენებლობებს დავით ნარმანია მფარველობს” - ალექსიძის ქუჩაზე მშენებლობას აპროტესტებენ

ალექსიძის ქუჩაზე მცხოვრები პირები მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ. ამის შესახებ განცხადება მათ ლეიბორისტული პარტიის ოფისში გააკეთეს.

ამხანაგობის თავმჯდომარის ინფორმაციით, უკანონო მშენებლობებს თბილისის მერი დავით ნარმანია მფარველობს, რადგან მას ერთ- ერთ ახალ კორპუსში პირადი ინტერესი აქვს.

,,მშენებლები ისე თამამად აშენებენ ასეთ თავხედურ პროექტებს,რომ  სხვანაირად გაუგებარია თუ მათ ძლიერი მფარველი არ ჰყავთ. ერთიც და მეორეც არის  დაახლოებით 22 სართულიანი და კიდევ ერთი ასეთი შენობა იგეგმება. ‘’- განაცხადა ალექსიძის ქუჩის მცხოვრებმა, ირაკლი ძიგუამ.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მერიაში  კომენტარს არ აკეთებენ.

დღის ამბები