ხმაურით გაიხსნა თბილისის საკრებულოს სხდომა - -სუტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის, ბაღებიდან თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს მოყვა.
ოპოზიციამ ამ გადაწყვეტილების მიღების მოტივად პოლიტიკური მიზეზი დაასახელა.
უმცირესობის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას საპასუხო განცხადება მოყვა ქართული ოცნებიდან.
დეპუტატებმა ნაციონალურ მოძრაობას ტრადიციულად მათი მმართველობის პერიოდი შეახსენეს და აცხადებდნენ, რომ მათ არ აქვთ მორალური უფლება, ისაუბრონ დარღვევებზე, მათ შორის ამ კონკრეტული მიმართულებით.