20 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
ჭავჭავაძის გამზირზე მშენებლობის დაწყება ადგილობრივმა მოსახლეობამ აქციით გააპროტესტა

საპროტესტო აქციები თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე გრძელდება - მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ელიტ ინვესტს ჭავჭავაძის 53ა-ში მშენებლობის ნებართვაზე მერიამ უარი უთხრა, აქცია ამ ტერიტორიაზე მაინც გაიმართა.

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები განმარტავენ, რომ შესაძლოა პროექტის ცვლილების შემთხვევაში მერიამ მშენებლობის ნებართვა მაინც გასცეს.

აქციის მონაწილეები ხეების შესაძლო მოჭრასა და იერსახის განადგურებაზეც საუბრობენ.

სტუდენტების საპროტესტო აქციას არასამთავრობო სექტორიც შეუერთდა. ისინი ტერიტორიისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის დაბრუნებასაც ითხოვენ.

დღის ამბები