სამოქალაქო პროტესტის დღე-ეს შენ გეხება ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადება, რომელიც ფილარმონიიდან დაიწყება და მთავრობის ადმინისრტაციასთან გადაინაცვლებს. ამ ფორმით სამოქალაქო სექტორი და ყველა ის პირი, ვინც ფარულ მიყურადებას "არა"-ს უცხადებს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას დროულად გამოიძიოს ბოლო პერიოდის ყველაზე ხმაურიანი საქმე. ხვალ თბილისში მორალური ტერორის წინააღმდეგ გამოვლენ.
სამოქალაქო სექტორის მთავარი მოთხოვნაა, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელების საქმის გამოძიება, საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, კანონმდებლობის გამკაცრება და სამართალდამცველთა შესაძლო დანაშაულის შესასწავლად დამოუკდებელი მექანიზმის შექმნა. ბოლო პერიოდში გავრცელებულ ჩანაწერებს არასამთავრობო ორგანიზაციები შანტაჟს უწოდებენ და მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ. ეს შენ გეხება პრემიერთან შეხვედრას ითხოვს.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი