მოხალისე ჰაკერები ყველა იმ პირს, ვისი პირადი სივრცეც დარღვეულია დახმარებას სთავაზობენ. სპეციალურად ამ მიზნით მათ საკუთარ თავს ამბრელა ანუ ქოლგა დაარქვეს და ინტერნეტში თავისუფალი სიტყვის დაცვის დევიზით დარეგისტრირდნენ. დღეს სოციალური ქსელები ყველაზე ხშირად ჰაკერული თავდასხმის ობიექტები და ამბრელას 12 მეგობარიც სწორედ ინტერნეტ სივრცის დასაცავად გაერთიანდა.
მოხალისე ჰაკერები არ გამორიცხავენ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტ სივრცეში ისევ გამოჩნდეს. ვიდეოების ატვირთვას ამბობენ, რომ ხელს ვერ შეუშლიან, თუმცა დაინტერესების შემთხვევაში მზად არიან მოქალაქეები ახალი კომპრომატების შექმნისგან დაიცვან.
სიტყვის თავისუფლების დაცვასთან ერთად ამბრელას დევიზი სამართლიანობისთვის ბრძოლა და ძალადობის ნებისმიერი ფორმის დაგმობაა. ფეისბუკ გვერდის შემდეგ ისინი ორგანიზაციად ჩამოყალიბებას და საქმიანობის სფეროს გაფართოებას გეგმავენ.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე