20 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
კონსტიტუციაში ქორწინების განმარტების შესახებ ინიციატივას სპეციალური კომისია შეისწავლის

კონსტიტუციაში ქორწინების განმარტების შესახებ ინიციატივას სპეციალური კომისია შეისწავლის, რომელიც უახლოეს მომავალში საჯარო განხილვებს დაიწყებს. თუმცა მანამდე ეს საკითხი დეპუტატებს შორის მწვავე განხილვის თემა გახდა. იყო არაკორექტული განცხადებებიც, რის გამოც ქართული ოცნების წარმომადგენლებს თანაგუნდელებიც დაუპირსპირდნენ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრები, რომლებიც ინიციატივას აკრიტიკებენ, განმარტავენ, რომ ქორწინებას როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობას - სამოქალაქო კოდექსი უკვე განსაზღვრავს და ამის კონსტიტუციაში ჩაწერა საჭირო არ არის. ამავე არგუმენტით, თანაგუნდელების ინიციატივას მხარს არ უჭერენ არც რეპლუბლიკური პარტიის წევრები.

ხმაურიანი განხილვის პარალელურად, საკონსტიტუციო ინიციატივა შენობის გარეთ გააპროტესტეს სექსუალური უმცირესობების უფლებადამცველებმა. ისინი საპარლამენტო უმრავლესობას წინასაარჩევნო პოპულისტურ ინიციატივაში ადანაშაულებენ.

კრიტიკის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოში უკვე შეიქმნა სამუშაო კომისია, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებაზე საჯარო განხილვებს მოაწყობს. 

ავტორი: ქეთი ნადიბაძე

დღის ამბები