აკადემიური საბჭოს წევრი განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს დავის გასარკვევად სასამართლოში იწვევს.
პროფესორი ნუგზარ სურგულაძე კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამინისტროს დასკვნას, რომლის მიხედვითაც აკადემიურმა საბჭომ კანცლერის კანდიდატურის წარდგენისას კანონი დაარღვია.
აკადემიური საბჭოს წევრებისგან განსხვავებით სამინისტროს პოზიციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილი ეთანხმება.
აუდიტორია 115 წარმომადგენლები ამბობენ, რომ საბჭომ გაფრინდაშვილის კანდიდატურის წარდგენით კანონი უხეშად დაარღვია და ხელახალი კონკურსი არ გამოაცხადა, ამის გამო სტუდენტების ეს ჯგუფი საბჭოს უმოკლეს ვადებში დაშლას ითხოვს.
რექტორი დაახლოებით 1 თვის ვადაში იტყვის დაირღვა თუ არა საბჭოს მხრიდან კანონი კანცლერის კანდიდატურის წარდგენისას.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.