ავსტრიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული უნიკალური ხელნაწერების ფოტოასლები საქართველოშია.
საქართველოს ხელოვნების სასახლემ ასლები გერმანიაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტის, მაკა ბაუერისგან საჩუქრად მიიღო.
ხელოვნების სასახლესა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის შედეგად კი ფოტოასლები ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებშიც იქნება დაცული.