ძლიერი აფეთქება მოხდა ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე. შემთხვევის შედეგად 15 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. რამდენიმე მათგანი მთლიანად დანგრეულია.
აფეთქების დროს არავინ დაშავებულა. მაცხოვრებლები შემთხვევას ბუნებრივი აირის გამათბობელს უკავშირებენ.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან მაშველები და ექსპერტ-კრიმინალისტები.