ხმაური იყო დღეს თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე. ადგილობრივებმა, არასამათავრობო ორგანიზაციებთან ერთად, აქცია გამართეს და მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალსართულიანი მშენებლობები გააპროტესტეს.
მათი განმარტებით, მშენებლობები უკანონოა. ისინი მერიაში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ.
ადგილობრივები მოითხოვენ, რომ ერთ-ერთი მშენებარე კორპუსი თავდაპირველი გეგმის მიხედვით, 12-სართულიანი აშენდეს 19-ის ნაცვლად. მის მოპირდაპირე ტერიტორიაზე კი, სადაც ახალი მშენბლობის დაწყება იგეგმება, კომპანიამ სკვერი მოაწყოს.