20 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
ჯერ ასეთი უზნეობა საქართველოში არ მომხდარა და ამის მომსწრენიც გავხდით - ბაჩუკი ქარდავა ფარულ ჩანაწერებზე

ეს შენ გეხება! -  პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალას სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან ერთად პოლიტიკოსებიც აპროტესტებენ.

მსვლელობაში მონაწილეობას არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებიც იღებენ. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა, ფარული ჩანაწერების გავრცელებას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მიმდინარეობს შიდა პოლიტიკური ბრძოლები.

„ფარული კადრების და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ჯერ ასეთი უზნეობა საქართველოში არ მომხდარა და ამის მომსწრენიც გავხდით. ეს ყველაფერი უკავშირდება არჩევნების მოახლოებას. მიმდინარეობს შიდა პოლიტიკური ბრძოლები ხელისუფლებაში, მიმდინარეობს ბრძოლები ხელისუფლების ოპოზიციასთან და ამ ყველაფრის გამოხატულება არის ის, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

 

დღის ამბები