20 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
ეს შენ გეხება! - აქცია რამდენიმე წუთის წინ მთავრობის კანცელარიასთან დასრულდა

ეს შენ გეხება! - აქცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მთავრობის კანცელარიასთან. დილიდან აქცია მსვლელობა დაიწყო ფილარმონიიდან და ის ორგანიზებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

აქციაზე შეკრებილი ადამიანები აცხადებდნენ, რომ პირადი ცხოვრება უნდა იყოს ხელშეუხებელი და ამ უფლებას საქართველოს მთავრობა ვერ იცავს.

აქციის ორგანიზატორებს სამი კონკრეტული მოთხოვნა ჰქონდათ. ერთ-ერთი ეხება იმას, რომ ბოლო პერიოდში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით დაიწყოს სწრაფი და ეფექტური გამოძიება და მასში საერთაშორისო ექსპერტებიც ჩაერთონ.

„არავის პირადი ცხოვრება არ გვაინტერესებს და ამ ვიდეოს გამავრცელებელს ვეუბნებით, რომ რამდენიც არ უნდა გაავრცელონ, ვერავის ვერ დააშანტაჟებთ ჩვენი რეაქციებით,“ - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას, თქმით, ერთადერთი რესურსი, რომელსაც შეუძლია, რომ ხელისუფლება გააჩეროს, ეს არის საზოგადოებრივი პროტესტი.

ამავე თემაზე
დღის ამბები