თბილისში, ჩაიკოვსკის ქუჩის მაცხოვრებლები შველას ითხოვენ. ადგილობრივების განცხადებით, საფრთხე მათ სიცოცხლეს ემუქრება. ქუჩის მოსახლეობის განმარტებით, საცხოვრებელი სახლები ავარიულია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.
ადგილობრივები ხელისუფლებას პეტრე ჩაიკოვსკის ყოფილი საცხოვრებელი სახლისთვის კულტურული ძეგლის სტატუსი შეჩერებას სთხოვენ, რათა ინვესტორმა ახალი საცხოვრებელის აშენება შეძლოს, ან მოხდეს მისი და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებლების რეაბილიტაცია.
ჩაიკოვსკის ქუჩის მაცხოვრებლებს დღეს ირაკლი ალასანიას შეხვდა.
„ეს ხალხი ცხოვრობს სიცოცხლისთვის უკიდურესად საშიშ ვითარებაში. ძეგლის დაცვის სტატუსი და მათი საკუთრების გარანტირება კონსტიტუციით ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია მოსული. ამიტომ ხელისუფლების ვალია, ეს ადამიანები დააკმაყოფილონ საცხოვრებელი ფართით და მისცენ საშუალება ინვესტორს, რომ სახლის ფასადის შენარჩუნებით ახალი შენობა ააშენოს,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.