20 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
ნაცვლად იმისა, რომ ამ ხელისუფლებას ამ პრაქტიკაზე უარი ეთქვა, უკვე ამის გამოქვეყნებებიც დაიწეს - გიორგი ბარამიძე

ეს შენ გეხება! - დღევანდელ აქციაზე პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ. აქცია-მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა.

გიორგი ბარამიძემ ფარული ვიდეო-ჩანაწერების გავრცელება სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან ერთად გააპროტესტა.

„მოსმენები არის უბრალოდ არამარტო დანაშაული, არამედ უმსგავსობა, რომელ ხელისუფლებში და რომელი ხელისუფლების დროსაც არ უნდა კეთდებოდეს ეს. ეს იყო გულისტკივილი ჩვენი საზოგადოებისა წინა ხელისუფლებასთან მიმართებაში და ნაცვლად იმისა, რომ ამ სამწელიწადნახევარში ამ ხელისუფლებას ამ პრაქტიკაზე უარი ეთქვა, არათუ გადაღებები გაგრძელდა ბევრად უფრო ინტენსიურად, არამედ უკვე ამის გამოქვეყნებებიც დაიწყეს,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ. 

დღის ამბები