200-ლარიანი ჯარიმები და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის დაგეგმილი აკრძალვა გააპროტესტეს მძღოლებმა თბილისში. მათ დიღმიდან შინაგან საქმეთა სამინსიტრომდე მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ცვლილებებზე უარის თქმისკენ მოუწოდეს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ეკო ტრანსპორტ ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე, ამბობს, ხელისუფლება უკანონოდ მოქმედებს.
„ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ განავითაროს ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური ტრანსპორტი, პარკირების სისტემა, აჯარიმებს მძღოლებს უკანონოდ საცობის წარმოქმნაში და ასევე შემოაქვს ისეთი რეგულაციები, როგორიც არის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა,“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ.