პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას ხელისუფლებას დღეს სამოქალაქო საზოგადოება სთხოვდა. აქცია მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყო და მთავრობის კანცელარიასთან დასრულდა.
კამპანია ეს შენ გეხებას! წევრებს გამაფრთხილებელ აქციაზე სამი კონკრეტული მოთხოვნა ჰქონდათ - ფარული თვალთვალის საქმეზე სწრაფი და ეფექტური გამოძიება, კანონმდებლობის გამკაცრება და სპეციალური საგამოძიებო სტრუქტურის შექმნა.
სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნას დღეს პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. თუმცა, აქცია მსვლელობაზე დღეს მმართველი გუნდის არცერთი წარმომადგენელი არ გამოჩენილა.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ითხოვენ ჟურნალისტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც. პასუხისმგებლობას კი ბოლო პერიოდში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით ხელისუფლებას აკისრებენ.
ერთსაათიანი აქცია-მსვლელობა მთავრობის კანცელარიასთან დასრულდა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კამპანია ეს შენ გეხება აქციების გამართვას მომავალშიც გეგმავს.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი