20 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
მაკა ასათიანი მაესტროს თანამშრომლებს მათი მოთხოვნების გათვალისწინებას ჰპირდება

მაესტროს  მეწილე მაკა ასათიანი ტელეკომპანიის თანამშრომლებს მათი მოთხოვნების გათვალისწინებას ჰპირდება.

ამის შესახებ განცხადება მაკა ასათიანმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა.    

"გავეცანი რა ჟურნალისტების ხუთპუნქტიან მოთხოვნას, მზაობას გამოვთქვამ, დავიწყოთ იმ აუცილებელი და გადაუდებელი პრობლემების გადაჭრა, რაც მოყვანილია თანამშრომლების განცხადებაში. ამ დრომდე მიმაჩნდა რომ დიალოგის დრომ გაიარა, მაგრამ რადგანაც ნომერ პირველი საკითხი მაუწყებლობის უწყვეტობა და თანამშრომლების ნორმალური სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაა, მზად ვარ, გავითვალისწინო მათი მოთხოვნა და სურვილი.

"ასევე მიმაჩნია, რომ ყველა გადაწყვეტილება, რაც საჭიროა ტელევიზიის ფუნქციონირებისათვის, უნდა მოხდეს გამჭვირვლედ, ყველა მხარის კონსესუსით, მათ შორის თანამშრომლების.

"ვეთანხმები იმასაც, რომ ყველა მხარემ უნდა შეწყვიტოს საჯარო განცხადებების გაკეთება და თანამშრომლები უნდა დაუბრუნდნენ სამუშაო გარემოს. ეს შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება ყველას სურვილი და არა ცარიელი პათეტიკა," - ნათქვამია მაკა ასათიანის განცხადებაში.

მაესტროს თანამშრომლებმა ხუთპუნქტიანი განცხადება გუშინ გაავრცელს, სადაც ისინი ითხოვენ, რომ ტელეკომპანიის ეთერს დაუბრუნდეს ლოგო და სახელი; ლევან გაჩეჩილაძეს შეუწყდეს დირექტორის ფუნქცია და პასუხისმგებელ პირად დაინიშნოს ნეიტრალური ადამიანი შეთანხმების საფუძველზე; ტელეკომპანიის მიმდინარე საქმიანობაში არ ჩაერიოს არც ყოფილი, არც ახლანდელი დირექტორი, არც დამფუძნებლები; უახლოეს დღეებში დაიფაროს მიმდინარე სახელფასო დავალიანება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები