საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა, ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების წინააღმდეგ კამპანია ეს შენ გეხებას მიერ გამართული საპროტესტო აქციის მთავარ გზავნილებზე კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„ჩვენი მთავარი გზავნილი იყო იმ ჯგუფების მიმართ, რომლებმაც მოახდინეს ამ კადრების გავრცელება, რომ ისინი იმ მიზანს, რა მიზანიც მათ გააჩნიათ, რომ ქვეყანში ფაქტობრივად ტოტალური შანტაჟი და ზეწოლა მოხდინონ, ვერ მიაღწევენ,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.
ეკა გიგაური აცხადებს, რომ პირველი მოთხოვნა იყო ფაქტების გამოძიება და მასში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა.
„ჩვენ შორის ვართ იმ აზრისგან, რომ ეს დამკვეთები იყვნენ უბრალო პირები,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.
ეკა გიგაური ფარული ვიდეოჩანაწერების უკან ორგანიზებული პირების არსებობაზე საუბრობს, რომლებიც კონკრეტული მიზნის მიღწევას ცდილობდნენ.
მისვე თქმით, მსგავს დანაშაულებრივ ფაქტებზე აუცილებელია, რომ დამოუკიდებელი ორგანო ახორციელებდეს გამოძიებას.
ეკა გიგაური იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება ფაქტების გამოძიება, შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე საუბრობს.