20 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
ანსამბლ „რუსთავის“ დირექტორი ბადრი თოიძე გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის რუსთავის დირექტორი, ცნობილი მომღერალი და ლოტბარი, ბადრი თოიძე გარდაიცვალა.

ბადრი თოიძე ანზორ ერქომაიშვილთან და მეგობრებთან ერთად ანსამბლ რუსთავის ერთ-ერთი დამაარსებელი და წლების განმავლობაში მისი სოლისტი, შემდეგში კი ანსამბლის ქორ-მეისტერი იყო. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ხალხური სიმღერისა და ფოლკლორის განვითარებაში. ბადრი თოიძეს სამშაბათს დაკრძალავენ - მას სიონის ტაძრიდან გამოასვენებენ.

დღის ამბები