"არა ოკუპაციას"-ამ შინაარსის ტრანსფარანტებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100-მდე სტუდენტმა სოფელ ჯარიაშენში, საოკუპაციო ზოლთან რუსული ოკუპაცია გააპროტესტა.
ახალგაზრდებმა ადგილზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.
შეგახსენებთ, რომ ამ ადგილას ერთი კვირის წინ რუსული სამხედროები გამოჩდნენ და გზის გაყვანის სამუშაოები დაიწყეს, თუმცა მოგვიანებით ოსურმა მხარემ ერგნეთში განმარტა, რომ ჯარიაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე არა გზა, არამედ ხანძარსაწინააღმდეგო ზოლი გათხარეს.