02 ოქტომბერი 2024,   06:35
ვრცლად
კათოლიკე ქრისტიანები დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავენ

კათოლიკე ქრისტიანები დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავენ. მთავარი ღვთისმსახურება ამ წუთებში ვატიკანში მიმდინარეობს. წმინდა პეტრეს ბაზილიკასთან ათი ათასობით მორწმუნეა შეკრებილი და საზეიმო მესას ესწრება, რომელსაც პაპი ფრანცისკე აღავლენს.

რომაული კათოლიკური ეკლესიის მთავარმსახურმა მესა ტრადიციულად პალმის რტოების კურთხევით დაიწყო, დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე იქადაგა და მორწმუნეები აზიარა. დღეიდან კათოლიკეებისთვის ვნების კვირა დაიწყო. 27 მარტს კი აღდგომის კათოლიკე ქრისტიანები ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ.

დღის ამბები