20 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
კათოლიკოს-პატრიარქი ხელისუფლებას უვადო პატიმრობის საკითხის გადახედვისკენ მოუწოდებს

მართლმადიდებლობის ზეიმი და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მიულოცა დღეს მთელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. ქადაგების დროს ილია მეორემ ქვეყნის პარლამენტსა და ხელისუფლებას უვადო პატიმრობის წესის გადახედვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ქვეყანაში უვადო მსჯავრდებულები არ უნდა არსებობდნენ. ქადაგებაზე ილია მეორემ აქცენტი ტუბერკულოზთან ბრძოლაზეც გააკეთა. მრევლს ამ მიმართულებით კონკრეტული რეკომენდაციები მისცა და ტუბერკულიოზით დაავადებულები და ექიმები დალოცა.

დღის ამბები