ესპანეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან - ინფომრაცია ამის შესახებ საქართველოს წარმომადგენლობამ კატალონიის პოლიციის დეპარტამენტიდან მიიღო.
საქართველოდან ესპანეთში ერასმუსის სტუდენტური გაცვლითი პროგრამით თსუ-დან 3 ქართველი სტუდენტი იმყოფება. უკვე ცნობილია, რომ არც ერთი მათგანი შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა.
ტრასა, სადაც ავტოავარია მოხდა, გადაკეტილია. ავარიის სავარაუდო მიზეზი ავტობუსის მიერ კონტროლის დაკარგვაა.