20 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
სამებაში ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

სამებაში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ კურიერის კორესპონდენტთან საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილიმა განაცხადა. მისივე თქმით, ხანძრის მთლიანად ლიკვიდაცია რამდენიმე საათში მოხდება. ამ დროისთვის ადგილზე მეხანძრე მაშველების რაოდენობა გაზრიდილია და 15 ბრიგადა მუშაობს. ასევე ადგილზე მივიდა ქალაქის მერი დავით ნარმანია და მიმდინარე სამუშაობს გაეცნო.  

“შეძლეს მეხანძრე მაშველებმა, დროულად ამ ეტაპისთვის უკვე ხანძრის ლოკალიზება. ამ წუთებში მიმდინარეობს ხანძრის დაქრობა. რთულ პირობებში უწევთ მაშველებს მუშაობა მაგრამ თავს ართმევენ. ჩვენდა სასიხარულოდ შემიძლია აღვნიშნო, რომ დაზარალებული და ჯამრთელობის ზიანი არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია. რამდენიმე საათში მთლიანად ლიკვიდირებული იქნება ხანძარი" - განაცხადა ქაწაშვილმა.     

შეგახსენებთ, რომ ხანძარი სამების საკათედრო ტაძრის ნულოვან სართულზე რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.  

 

დღის ამბები