ფოტოსესია დაუნის სინდომის კვირეულის ფარგლებში. ფოტოები ყველა მსურველთან ერთად გიგო შიუკაშვილმა, მზის შვილების 17-მა ბენეფიციარმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა გადაიღეს.
ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი ფოტო დაიბეჭდება, თუმცა არც ერთი მოდელი არ დარჩება საკუთარი ბანერის გარეშე. სანამ სურათები მფლობელებს გადაეცემათ, მათი დათვალიერება ყველასთვის შესაძლებელი 25 მარტს იქნება.
დატვირთული კვირეული რამდენიმე დღის წინ დაიწყო და 28 მარტამდე მრავალფეროვანი პროგრამით გაგრძელდება.
ავტორი: ანუკი ელიზბარაშვილი