შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ზვიად ქაწაშვილის განცხადებით სამებაში ცეცხლი ლიკვიდირებულია და ამ წუთისთვის ცეცხლის მცირე კერების ჩაქრობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, დამწვარია 1200 კვადრატული მეტრი. ადგილზე უკვე 15 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი სამების საკათედრო ტაძრის ნულოვან სართულზე რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.