ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრში 26 დეკემბრის შემდეგ მაყურებელს დარბაზში აღარ უშვებენ. თეატრი წლებია ავარიულ მდგომარეობაშია, თუმცა ვითარება ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა და ახლა კედლები მუსიკის ვიბრაციასაც ვეღარ უძლებს.
მთელ თეატრში მხოლოდ 3 ოთახს იყენებენ, დანარჩენი დაკეტილია და უსაფრთხოების გამო შესვლას ერიდებიან, კედლები ნესტიანი და ხავსმოდებულია, ყველა სართულზე წყალი ჩამოდის. აქ გაჩერება მსახიობებისთვისაც რისკია, სპექტაკლს ვერ თამაშობენ თუმცა, რეპეტიციები არ შეუწყვეტიათ.
გამგეობა დროებით მოსწავლე ახალგაზრდობის სცენას სთავაზობს, თუმცა ფიქრობენ, რომ მცირე დარბაზის განთავსება თეატრის შედარებით ახალ აშენებულ ფლიგელში შეიძლება, შენობის ერთი ნაწილი კი სრულად განადგურებულია.
კულტურის სამინიტროს ბიუჯეტში თეატრის აღდგენა არც 2016 წელსაა გათვალისწინებული. ზუსტად როდის დაიწყება რეაბილიტაცია უცნობია.
ავტორი: გვანცა სუთიძე