20 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
ქართველმა სტუდენტებმა ვირტუალური ხელი გამოიგონეს

საქართველოში სტუდენტებმა შექმნენ ხელთათმანი, რომლითაც შესაძლებელია ვირტუალურ სამყაროში შეღწევა. ამ გამოგონებამ ინვესტორები დააინტერესა და მათ 30 ათასი დოლარი გამოყვეს შემდგომი კვლევისთვის.

კოსმოსისა და შორეული გალაქტიკების დაპყრობას, სამმა ქართველმა ახალგაზრდამ კიბერ სივრცის ათვისება ამჯობინა და მას შემდეგ რაც "ოკულ რიფტის" საშუალებით კაცობრიობამ, კომპიუტერულ სამგანზომილებიან სივრცეში შეიხედა, ქართველმა ბიჭებმა ვირტუალურ სამყაროში არც მეტი არც ნაკლები, საკუთარი რეალური მარჯვენა ხელით შეაღწიეს.

ვირტუალური ობიექტების შეხებისას რეალური შეგრძნებების აღსაქმელად ბიჭებმა ხელთათმანის თითებში ვიბრაციის ძრავები ჩაამონტაჟეს. კომპიუტერიდან წამოსული ამა თუ იმ სიხშირის სიგნალს მოქმედებაში სწორედ ის ძრავა მოჰყავს, რა თითითაც სამგანზომილებიან სამყაროში ნივთს ეხები.

მას შემდეგ რაც ხელთათმანის პირველი ეგზემპლარები სამომხმარებლო ბაზარზე გამოჩნდება, ბიჭები იდეის განვრცობას აპირებენ. მათ ვირტუალურ სამყაროში მხოლოდ ხელით შეღწევა არ აკმაყოფილდებთ.

ავტორი: გიორგი გვიშიანი.

დღის ამბები