ხანძარი სამებაში. ბოლო ინფორმაციით დამწვარია ტაძრის 200 კვადრატულ მეტრამდე ფართი. ამ დრომდე კი საკათედრო ტაძარში დასუფთავების სამსახური მუშაობს, როდის დაიწყება აღდგენითი სამუშაოები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
ამ დრომდე უცნობია ზუსტი მიზეზი რამ გამოიწვია ხანძარი ტაძრის ნულოვან სართულზე სადაც სამების ახალგაზრდული ცენტრია განთავსებული.
ერთ-ერთი ვერსიით კი ცეცხლი ელექტრო სადენებიდან გაჩნდა.