20 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
ათობით ავტომობილი თოვლში, კობი-ჯვრის უღელტეხილზეა, ჩარჩენილი

რუსეთ საქართველოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე უკვე მორე დღეა შეზღუდვები მოქმედებს. ათობით ავტომობილი კი გზის გაგრძელებას ვერ ახერხებს.

კურიერის ინფორმაციით რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი ათობით სატვირთო და მსუბუქი ავტომობილია გაჩერებული. ისინი დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ საწვავი უთავდებათ და არც საკმარისი რაოდენობით საჭმელი არ აქვს.

ანალოგიური მდგომარეობაა გუდაურიდან კობის მიმართულებით სადაც რამდნიმე სატვირთო და მსუბუქი ავტომობილია გაჩერებული. გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კობი ჯვრის უღელტეხილზე ზვავსაშიშროებაა რის გამოც ყველა ტიპის სამუშაო არის შეჩერებული.

დეპარტამენტში ამბობენ, რომ გზის გაწმენდა მას შემდეგ დაიწყება რაც ზვავსაშიშროების შეზღუდვა სპეციალისტების მხრიდან მოიხსნება. არ არის გამორიცხული კობი ჯვრის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება დღეს დღის მეორე ნახევარში მოიხსნას და დაიწყოს გაწმენდითი სამუშაოები.

დღის ამბები