რუსული საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის ინფორმაციით იტალიაში სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობამ მუშაობა დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით ოფიციალურად წარმომადგენლობის გახსნა 2 აპრილს არის დაგეგმილი.
Sputnik-ის ინფორმაციით წარმომადგენლობას მაურო მურდჟბა უხელმძღვანელებს.
რუსული საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით პირველი ვიზიტი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელების მხრიდან იტალიაში 2013 წელს შედგა.