20 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
სამებაში გაჩენილი ხანძრის მიზეზი ამ დრომდე უცნობია

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში 12 საათამდე შესვლა შეზღუდულია. გვიანობამდე მიმდინარეობდა გაწმენიდითი სამუშაოები სამების საკათედრო ტაძარში. ხანძრის შედეგად დაზიანებული ნაწილის აღდგენა ტერიტორიის სრულად დასუფთავების შემდეგ დაიწყება.

ამ დრომდე უცნობია ზუსტი მიზეზი, რამ გამოიწვია ხანძარი ტაძრის ნულოვან სართულზე, სადაც სამების ახალგაზრდული ცენტრია განთავსებული. ერთ-ერთი ვერსიით ცეცხლი ელექტრო სადენებიდან გაჩნდა, შუადღის ორი საათისთვის.

ადგილზე მობილიზებული იყო 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლის სრულ ლიკვიდაციას დაახლოებით ხუთი საათი დაჭირდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.  

დღის ამბები