ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთი მთავარი საკითხი სოფელ ჯარიაშენში საოკუპაციო ძალების მიერ გზის გაყვანის სამუშაოები იქნება.
ქართული დელეგაციის ნაწილი შვეიცარიაში დღეს გამთენიისას გაემგზავრა. მოლაპარაკებებზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ოკუპირებული აფხაზეთის მიერ პირველი აპრილიდან ე.წ. სავიზო რეჟიმის შემოღების საკითხსაც გააპროტესტებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მომავალი თვის დასაწყისიდან ოკუპირებული აფხაზეთი სავიზო რეჟიმს უწესებს იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონს დამოუკიდებლად არ აღიარებენ.