დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებთან შეხვედრას გეგმავს სტუდენტური თვითმმართველობა. ისინი საბჭოს რამდენიმე პუნქტიან დოკუმენტს წარუდგნენ, სადაც დაასაბუთებენ, რატომ ითხოვენ რექტორის გადადგომას.
როგორც აცხადებენ, ის სათანადოდ ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს და ვერ მართავს უმაღლეს სასწავლებელს.
თვითმმართველობის წარმომადგენლები კანონდარღვევაზე საუბრობენ, რომელიც ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის არსებობას უკავშირდება. როგორც თავად აცხადებენ, დღეს შეეცდებიან ასევე გაარკვიონ რას აპირებს აკადემიური საბჭო, რექტორის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.
როგორც აკადემიური საბჭოს ერთ-ერთი წევრი აცხადებს, იმპიჩმენტი არ არის მარტივი საკითხი და ის შესაძლოა დროში გაიწელოს.
აკადემიური საბჭოს წევრი ქეთევან მარშავა კი ფიქრობს, რომ პრობლემა საბჭოში არ არის და პრობლემის გამოკვლევას საბჭო შეეცდება, თავად კი გადადგომას არ აპირებს.