სამების საკათედრო ტაძარში დღეს დილიდან კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე და პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმყოფებოდნენ.
მთავრობის და მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებმა ხანძრით დაზიანებული ტაძრის ნაწილი დაათვალიერეს.
სამების საკათედრო ტაძრის ეზოში შესვლა ჯერ კიდევ შეზღუდულია. ახლა ადგილზე კრიმინალისტებს ელოდებიან, რომლებიც გააგრძელებენ მუშაობას ხანძრის გამომწვევი მიზეზების გასარკვევად.
პატრიარქის გადაწყვეტილებით, სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე შეზღუდვები ისევ გრძელდება. მისივე გადაწყვეტილებით სამების ტაძრის ტერიტორიაზე მოქმედი 13 ტაძრიდან, წირვა-ლოცვა მხოლოდ 4 ტაძარში გაგრძელდება, თუმცა მოსახლეობას მოუწოდებენ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ საკათედრო ტაძარში მისვლისგან.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. უკვე არსებული სავარაუდო ვერსია, რომ ხანძარი ელექტროსადენებმა გამოიწვია, მიუღებელია საპატრიარქოსთვის. ისინი გამოძიების დასრულებას ელოდებიან.
ხანძრისგან მიყენებული ზარალი ჯერჯერობით უცნობია. გუშინ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზიანდა დაახლოებით 20 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი, დამწვარია 1200 მეტრი.