20 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
მარნეულში პრემიერმა და პრეზიდენტმა მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს

მუსლიმები დღეს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. საზეიმო ღონისძიებები ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში რამდენიმე ადგილას იმართება.

ერთ-ერთი სადღესასწაულო ცენტრი მარნეულია, სადაც მოსახლეობას დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა მიულოცეს.

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის შემადგენელი ნაწილია ცეცხლის დანთება. მარნეულის ცენტრში პრემიერმა და პრეზიდენტმა ცეცხლი დაანთეს.

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული, ტრადიციულად, 21 მარტს აღინიშნება.

 

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები