საქართველოს პრემიერმინისტრმა ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებს ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. სხვადასხვა სასწავლებლების სტუდენტებს გიორგი კვირიკაშვილი მირზა ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის ცენტში შეხვდა. მთავრობის მეთურმა სტუდენტებს განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმა გააცნო და მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმის შესახებ ისაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, "ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ აზერბაიჯანელი ეროვნების, ჩვენი თანამოქალაქეები მაქსიმალურად ჩავრთოთ ქვეყნის მშენებლობის საკითხში“.