ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მუსლიმ მოსახლეობას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა მულოცას. დავით ბაქრაძე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში იმყოფებოდა.
"ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა გახლდათ ის, რომ საქართველოს ყველამ მოქალაქემ განურჩევლად მათი ეთნიკური ნიშნისა და რწმენისა თავს გრძნობდა ამ ქვეყნის მოქალაქედ და პატრიოტა. სწოპრედ ამიტომ ვარ მე დღეს აქ, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი უღრმესი პატივისცემა ჩვენი მოქალაქეების მიმართ", - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.