პროექტ "მოქალაქის ხმის" შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართეს დღეს თავისუფალმა დემოკრატებმა. მათ თბილისის მოსახლეობასთან შეხვედრის შედეგები წარადგინეს.
პროექტის ფარგლებში პარტიის წარმომადგენლები თბილისის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ, რომელიც მერიასა და შესაბამის სამინისტროებში უკვე გადაგზავნეს. ხელისუფლებას კი მოსახლეობის დასახმარებლად დროული რეაგირებისკენ მოუწოდეს.
„ჩვენ დედაქალაქის ყველა რაიონი მოვიარეთ. ყველა პრობლემურ საკითხზე გვქონდა პირადი გასაუბრება ჩვენს მოქალაქეებთან. 76 კონკრეტული მაგალითია შესწავლილი პრობლემა, რომელზეც რეაგირებას ხელისუფლებას ვთხოვთ,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.