ხანძარი იყო თბილისში იეთიმ გურჯის ქუჩაზეც. ცეცხლი იტალიური ეზოს ტიპის საცხოვრებელში გაჩნდა. ხანძარი პირველი სართულიდან ზედა სართულებზეც გავრცელდა.
დამწვარია 170 კვადრატული მეტრის ფართობი - სულ სამი ბინა და სახლის სახურავიც. სამივე ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.
11-მა სახანძრო ბრიგადამ ხანძარი ნახევარ საათში მთლიანად ჩააქრო.