20 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
სტუდენტების თქმით თსუ-ს კიდევ ერთი ოდეერი ჰყავს და ის რექტორის ნათესავია

ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ლადო პაპავას იმპიჩმენტის პროცესი გრძელდება. აკადემიურმა საბჭომ რექტორის საქმიანობის და თვითმმართველობის ბრალდებების შესწავლა დაიწყო. დღეს დახურულ კარს მიღმა აკადემიურ საბჭოსა და თვითმმართველობის წარმომადგენლების შეხვედრაც გაიმართა.

ამ შეხვედრის შემდეგ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლება დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმპიჩმენტის პროცედურა დაწყებულია და ეს პირველი ეტაპია.

გარდა ამისა სტუდენტებმა გააჟღერეს ახალი ბრალდებები ვლადიმერ პაპავას წინააღმდეგ. ისინი აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის მოვალეობას ასრულებს კიდევ ერთი პიროვნება და ეს არის ადმინისტრაციაში მომუშავე ზურაბ კუბლაშვილი, რომელიც არის პაპავას ნათესავი.

“რისი აღიარებაც მოხდა რექტორის მხრიდან არის, ის , რომ თურმე კანცლერის თანაშემწე არის რექტორის ცოლის ნათესავი. ის მართლაც იკავებს კანცლერის თანაშემწის პოზიციას უნივერსიტეტში თუმცაღა არ ვიცი თუ იცის სად არის კაბინეტი ან სად შეიძლება მისი ნახვა, ამ კითხვებზე ვერ მივიღეთ პასუხი. რაც ლადო პაპავამ აღიარა  იყო ის რომ მან იცოდა ინფორმაცია, რომ მას გარკვეული შეხებები ძალოვან უწყებებთან ჰქონდა“ - განაცხადა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.

 

დღის ამბები