სტუდენტური თვითმართველობის წარმომადგენლებთან აკადემიურმა საბჭომ შეხვედრა დაასრულა. ამ წუთებში მიმდინარეობს საბჭოს შეხვედრა პროფესორებთან, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან. პროფესორთა ამ ნაწილს აქვთ საკუთარი შენიშვნები, რეკომენდაციები აკადემიურ საბჭოსთან, მათ შორის ვლადიმერ პაპავას იმპიჩმენტთან დაკავშირებით.
“იყო პრობლემები ფაქტია ხომ, მოდით ახლა შევცვალოთ სიმშვიდით, სიწყნარით შევცვლით და ჩხუბით და ძალისმიერი მეთოდებით ვერაფერ კარგამდე რომ ვერ მივალთ ფაქტია. რექტორის გადაყენების საკითხს ჩვენ არ ვაყენებთ, პირიქით ჩვენ გვინდა, რომ აკადემიურმა საბჭომ მიიღოს ისეთი ფორმა, რომელიც იქნება უფრო ქმედითი, ანუ მოვითხოვთ გაფართოვებას აკადემიური საბჭოსი და მერე სხვა ფორმასაც შევთავაზებთ, შეიძლება შევთავაზოთ პროფესორთა საბჭოს შექმნა,“ - განაცხადა პროფესორმა დიანა ძიძიგურმა.
ასევე პროფესორი ლევან გორდეზიანი ფიქრობს, რომ პირველ რიგში უდნა გაირკევს რატომ ვერ იმუშავა სისტემამ.
“პირველ რიგში საჭიროა სისტემური ცვლილებები, თორემ პიროვნება მიდის მოდის და სისტემა რჩება. სისტემამ არ იმუშავა ეს არის ალბათ პირველ რიგში გადასაწყვეტი საკითხი, რა იყო რომ ხელი შეუშალა უნივერსიტეტის მმართველ ორგანოებს, რომ შეესრულებინათ თავისი ფუნქციები,“ - აღნიშნა გორდეზიანმა.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.