20 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
სტუდენტები პაპავას ახალ ბრალდებას უყენებენ, აკადემიური საბჭო კი რექტორის იმპიჩმენტზე მსჯელობს

აკადემიურმა საბჭომ რექტორის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. მას შემდეგ რაც ვლადიმერ პაპავას საქმიანობა შესწავლილი იქნება, ცნობილი გახდება დააყენებს თუ არა კენჭისყრაზე საბჭო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის გადაყენების საკითხს.

სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა ვლადიმერ პაპავას მიმართ მათ ბრალდებებს დღეს კიდევ ერთი დაამატეს. საბჭოს წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ე.წ. ოდეერის მოვალეობას კიდევ ერთი თანამშრომელი - ზურაბ კუბლაშვილი ასრულებს, რომელიც ვლადიმერ პაპავას ნათესავია.

უნივერსიტეტის რექტორი ადასტურებს, რომ ზურაბ კუბლაშვილი ადმინისტრაციის თანამშრომელია, თუმცა ძალოვან უწყებებთან მის კავშირზე ინფორმაცია არ აქვს.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

 

 

დღის ამბები