20 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
კამპანია "ეს შენ გეხებას" წევრები პრემიერთან შეხვედრას ელოდებიან

კამპანია ეს შენ გეხებას წევრები პრემიერთან შეხვედრას ელოდებიან. მესამე სექტორი გიორგი კვირიკაშვილის პასუხს ელის. პრემიერთან აუდიენციის მოლოდინში სამოქალაქო სექტორი იმ ცვლილებების პროექტზე ასრულებს მუშაობას, რომელიც ძალოვანთა შესაძლო დანაშაულის შესასწავლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს.

იმ შემთხვევაში თუ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებაზე დაწყებული გამოძიება შედეგის გარეშე დასრულდება, მესამე სექტორი ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ვარაუდობს.

ახალი პოლიტიკური ცენტრი კი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს. კომისიის შექმნას მმართველი გუნდი არა მიზანმიმართულად მიიჩნევს. ოპოზიცია კი მზად არის ამ ინიციატივას მხარი დაუჭიროს.

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.

დღის ამბები