20 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
ნოვრუზ ბაირამი-მარნეულის ცენტრში სიმბოლური ცეცხლი ქვეყნის პირველ პირებს დაანთებინეს

დღეს მარნეულის ცენტრში სიმბოლური ცეცხლი ქვეყნის პირველ პირებს დაანთებინეს. კოცონი ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე ერთ-ერთი მთავარი ტრადიციაა. მუსლიმები დღეს გაზაფხულის დღესასწაულს ნოვრუზ ბაირამობას აღნიშნავენ. დღესასწაული, რომელიც ასევე ახალი წლის დადგომასთან ასოცირდება ერთი კვირა აღინიშნება.

ტრადიცია მარნეულის ცენტრში არც წელს დაირღვა, ნოვრუზ ბაირამობისთვის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ადგილობრივი წარმოების პროდუქტები, ტკბილეული და ტრადიციული რეწვის ნიმუშები გამოფინეს. სპეციალურად დღევანდელი დღისთვის ადგილობრივებისთვის კულტურული ღონისძიებები გაიმართა.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები