20 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე - საქართველოს პირველი ლედი სპექტაკლს დაესწრო

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა სპექტაკლს პატარა უფლისწული დაესწრო, რომელიც დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს მიეძღვნა.

სპექტაკლი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მოძრაობის თეატრში გაიმართა. წარმოდგენაში პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებიც მონაწილეობდნენ.

პირველ ლედისთან ერთად, სპექტაკლს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მათი მეუღლეებიც დაესწრნენ.

დღის ამბები