ხმაურის ფონზე ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის საკითხზე შეხვედრა.
სტუდენტთა ნაწილი თვითმმართველობის წევრებს თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობაში ადანაშაულებს.
ისინი სასწავლებელში თვითმმართველობების გაუქმებას ითხოვენ.
ბრალდებებს თვითმმართველობის წევრები აბსურდულს უწოდებენ. შეხვედრაზე სტუდენტებმა ე.წ. ოდეერების პრობლემაზეც ისაუბრეს. დასახელდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელიც, რომელიც უნივერსიტეტში იარაღით დადის.