თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, ინტერესების დამცველები დღეს, დღის განმავლობაში მოინახულებენ.
ადვოკატები აცხადებენ,რ ომ გიორგი დგებუაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს.
“დღევანდელი მდგომარეობით, გია დგებუაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში. აქვე მინდა გითხრათ, რომ მას წარდგენილი აქვს ბრალი მხოლოდ და მხოლოდ ერთ ეპიზოდში, ეს არის ნავთლუღის ეპიზოდი. სხვა დანარჩენი ბრალები, თუ ეპიზოდები, რაც გაჟღერებული იყო მანამდე, თუ დღეს ჟღერდება სხვადასხვა საიფორმაციო საშუალებებით, მას არ აქვს წარდგენილი,“ - განაცხადა ადვოკატმა დავით აბესაძემ.
გიორგი დგებუაძე, საქართველოს პროკურატურა ბრალს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციაში დებს.
რამდენადაც საქმის მასალებიდან ხდება ცნობილი, გიორგი დგებუაძესთან ერთად, ამ საქმეში ბრალდებულები არიან დავით ახალაია, ლევან ქარდავა, გიორგი მაზმიშვილი და თავად გიორგი დგებუაძე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი დგებუაძე თბილისშია - კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადირება ჰოლანდიიდან გვიან ღამით მოხდა.