ზუგდიდში გაფიცული მძღოლების ნაწილმა დღეიდან შიმშილობა დაიწყო - დილიდან ქალაქში პარალიზებულია მიკროავტობუსების მოძრაობაც.
მძღოლები პროტესტის გამო, არ ასრულებენ არც შიდა და არც საქალაქთაშორისო რეისებს.
მოთხოვნები უცვლელია – შეწყდეს მოლაპარაკებები ახალ უცხოურ კომპანია მეტრო პლუსთან, რომელსაც ზუგდიდში საკუთარი მიკროავტობუსები შეყავს.
კომპანიის მფარველობაში, გაფიცულები, ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებენ, ვინაიდან გუბერნატორმა, მათი განცხადებით, დახმარებასა და უცხოურ კომპანიასთან შუამავლობაზე უარი უთხრა.